პრესრელიზი
9 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირები:
მარიამ სპარსიაშვილი
+ 995 32 180672
msparsiashvili@bag.ge
mariamsparsiashvili@gmail.com
www.bag.ge
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
„საქართველოს ბანკი" "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრი გახდა
[Publicity.ge] თბილისი, 9 ივლისი, 2010- სს "საქართველოს ბანკმა" (LSE: BGEO GSE: GEB), საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" გაწევრიანების შესახებ.
"მოხარული ვართ, რომ ვუერთდებით საქართველოს წამყვან კომპანიებს გაწევრიანებულს "საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში". ასოციაციაში გაერთიანება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს კოლეგებთან ერად ვიმუშაოთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მიმართული იქნება ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე, რათა ჩვენი მომხმარებლისთვის, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ", განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირკალი გილაურმა.
"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" დამოუკიდებელი, არსამთავრობო, არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაციაა, დაფუძნებული 2009 წლის ოქტომებრში. დღეისათვის ასოციაცია ბიზნესმენთა ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანებაა საქართველოში, რომელშიც გაწევრიანებულია მსხვილი და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციები, ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან. ბიზნეს ასოციაციის მიზანია ბიზნეს სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, რომელიც ობიექტურად დაიცავს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ ინტერესებს, ქვეყნის სტარეტეგიული განვითარების ინტერესების გათვალისწინებით.
`საქართველოს ბანკი~ ქვეყნის წამყვანი ბანკია, რომელიც მის კლიენტებს საქართველოში, უკრაინასა და ბელარუსში, სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო, სამომხმარებლო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვისა და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს. "საქართველოს ბანკი" საქართველოში უმსხვილესი ბანკია აქტივების, სესხების, დეპოზიტებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით; ბანკს უკავია 34.8% საბაზრო წილი მთლიანი აქტივების მიხედვით (ყველა მონაცემი გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2010 წლის 30 აპრილის მდგომარეობით). ბანკს აქვს 137 ფილიალი და ემსახურება ფიზიკური პირის 1 მილიონამდე და კორპორატიული კლიენტის 157,000-ზე მეტ მიმდინარე ანგარიშს. "საქართველოს ბანკი" არის პირველი კომპანია საქართველოდან, რომლის აქციები განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ბანკს აქვს მიღებული ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორიცაა: EUROMONEY-ის ჯილდო წარჩინებისთვის, როგორც "საქართველოს საუკეთესო ბანკი" 2005, 2006, 2007, 2008 და 2009 წლებში: Global Finance -ის ჯილდო "საქართველოს წლის საუკეთესო ბანკი" 2008 და 2009 წლებში; THE BANKER-ის ჯილდო "წლის ბანკი საქართველოში" 2006, 2007, 2008 და 2009 წლებში.